ინტელის ტრენინგი-ნინო სუხიაშვილი
Friday, July 10, 2020
Sunday, June 11, 2017
რეფლექსია მეცხრე დღე
დღეს ტრენინგის ბოლო, მეცხრე დღეა.დასრულდა ჩვენი მუშაობა,დატვირთული,ცოტა გადამღლელი, მაგრამ ძალიან საინტერესო და სასიამოვნო. ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი ოყო, ბევრი რამ ახალი ვისწავლე,ბევრიც ვიცოდი და უფრო დავხვეწე.ცოტა გულიც კი მწყდება, რომ უნდა დავიშალოთ.ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დათოს. მიმაჩნია,რომ ტრენერი ზუსტად ასეთი უნდა იყოს.
Sunday, June 4, 2017
რეფლექსია- მერვე დღე
დღეს განვიხილეთ ინტელის მე–6 და მე–7 მოდული, ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლების შესახებ. სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ სასწავლო პროცედურების გრაფა, სადაც ნაბიჯ–ნაბიჯ აღვწერეთ ყოველი ჩვენი შესრულებული სამუშაო პროექტის განსახორციელებლად. ტრენინგი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მადლობა ტრენერს.
Saturday, June 3, 2017
რეფლექსია მეშვიდე დღე
ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი ტრენინგი. ავტვირთე ჩემს დრაივში ბუკლეტი. ვიმუშავეთ გუგლის ფორმატში, რომელიც ძალიან ნაყოფიერი იყო. მადლობა დღევანდელი დღისთვის ბატონ დავითს.
Sunday, May 28, 2017
რეფლექსია.მეექვსე დღე
ტრენინგის მექვსე დღეც საინტერესოდ დაიწყო. ნაბიჯ–ნაბიჯ ვსწავლობთ პროექტის პორტფოლიოს წარმოებას. სამუშაო შრომატევადი, მაგრამ საინტერესოა. დარდა პორტფოლიოს წარმოებისა, ბევრ საინტერესო საკითხებსაც გავეცანით, შევავსე შეფასების გეგმა.
Saturday, May 27, 2017
რეფლექსია. მეხუთე დღე.
დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესო იყო, , მოგვიწია ჯერ განვლილი მასალის გახსენება, შემდეგ კი სიახლეების შესწავლა დავეუფლეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებსა და შეფასების რუბრიკას. ვიმუშავეტ ჩეკლისტის გაკეთებაზე დავიტვირთეთ, მაგრამ სიახლეებთან შეხება აუცილებელია.ტრენერს მადლობა ნებისყოფისა და სიმშვიდისათვის.
Subscribe to:
Posts (Atom)